вторник, 2 апреля 2013 г.

Intel-ის ძირითადი კურსი - მეოთხე დღე.

   ძალიან საინტერესო და დატვირთული იყო ტრენინგის მეოთხე დღე. გავეცანით შეკითხვების დასმის ტექნიკას, რამაც ძალიან დამაინტერესა, ვინაიდან სწორად დასმული შეკითხვები ხელს უწყობს სწავლის პროცესს, რაც თავის მხრივ მოსწავლეებს უფრო მეტი შეკითხვების დასმისკენ უბიძგებს.
   განვიხილეთ პროექტის შეფასების რუბრიკები. როგორც საგაკვეთილო, ასევე პროექტის განხორციელების პროცესში შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია სწავლის პროცესის გაუმჯობესება. შეფასება არ არის ერთჯერადი ღონისძიება, ის მუდმივი პროცესია. მასწავლებლი მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში აგროვებს ინფორმაციას, თუ რას და როგორ სწავლობენ მისი მოსწავლეები.
  ვისაუბრეთ სპეციალური საჭიროების მოსწავლეების ჩართვაზე პროექტში და განვიხილეთ შესაბამისი აქტივობები.
  მადლობა ტრენინგის ორგანიზოტორებს, ბატონ მერაბ ლაბაძეს  და ტრენერებს: კახა ჟღენტს და ნინო ლაბარტყავას, საინტერესო და ნაყოფიერი 4 დღისთვის.
  

воскресенье, 31 марта 2013 г.

Intel-ის ძირითადი კურსი - მესამე დღე

მესამე დღე დატვირთული იყო უამრავი აქტივობით. ერთმანეთს გავუზიარეთ პროექტის პრეზენტაციები. განსაკუთრებით მომეწონა პროექტი, აფხაზ ბავშვებთან დამეგობრებაზე, რომელიც შეადგინა შორენა მიქაბერიძემ, მარეხ ჯელაძემ, მეგი კაპანაძემ, მაია ბაზღაძემ, თეონა ლოთიკაშვილმა და რუსა მარკოზაშვილმა. მათი კომენტრებიდან მივხვდი, რომ არც ჩვენი ჯგუფის პროექტი დარჩა მოწონების გარეშე. განსაკუთრებული სიხალისით ვიმუშავეთ მე და ჩემმა მეწყვილემ, ნინო მღებრიშვილმა, პროექტთან დაკავშირებული სურათის, "ბავშვის თვალით დანახული ქვეყანა, სადაც მოძრაობის წესები არ არის", შექმნაზე. შევქმენით შეფასების რუბრიკები.

суббота, 30 марта 2013 г.

Intel-ის ძირითადი კურსი - მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე საკმაოდ დატვირთული იყო. გავაგრძელეთ მუშაობა პროეტზე, გამოვავლინეთ სტანდარტზე განსაზღვრული შედეგები და მათზე დაყრდნობით დავისახეთ სასწავლო მიზნები.განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები, შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვების სტრატეგიები. შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების ფორმა. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რომლის განვითარებაზეც უნდა ვიმუშავოთ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. მინდა მადლობა გდავუხადო ტრენერს, ქალბატონ ნინო ლაბრტყავას გულისხმიერებისთვის და ტრენინგის საინტერესოდ წარმართვისათვის.

пятница, 29 марта 2013 г.

intel-ის ძირითადი კურსი - პირველი დღე

დღევანდელ დღეს განვიხილეთ პროექტებით სწავლების მნიშვნელობა სასწავლო პროცესის დროს. პროექტები საშუალებას იძლევა განუვითაროს მოსწავლეებს თანამშრომლობის, აზროვნების, ანალიზის და მრავალი სხვა უნარ-ჩვევა. განვიხილეთ ძირითადი აქტივობები პროექტის დაგეგმვისათვის. შევქმენით პორტფოლიოს ელექტრონული საქაღალდე, თავისი ქვე-საქაღალდეებით. ფაილების მართვის ასეთი სისტემა დაგვეხმარება ორგანიზებულად შევინახოთ, როგორც მიმდინარე, ასევე დასრულებული ნამუშევრები. განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი და მისი შემადგენელი ნაწილები. ჯგუფში, რომლის შემადგენლობაშიც ვიყავით ნინო კოკილაშვილი, ნინო მღებრიშვილი და მაკა აფრიამაშვილი, შევქმენით პროქტის "მოძრაობის წესების გაცნობა" მონახაზი.